“მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულია 14 ადამიანი. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, _ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.
როგორც ცნობილია, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა.
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს.
ამავე თემაზე:
მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულთა შორის ერთი პოლიციელია
მეტრო მგზავრებს “სამგორამდე” ემსახურება
მეტროსადგურ “ვარკეთილში” 7 ადამიანი დაშავდა
რა მდგომარეობაა მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შემდეგ (ვიდეო)
კალაძე: “აგვისტოში დასრულდა სამუშაო და სექტემბერში გაიხსნა _ მგონი აქ ყველაფერი ნათელია”