გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს ვაგონი ჩაეხსნა და მგზავრები ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურზე ჩამოსვეს.
“როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, მეტროს ვაგონი ჩაეხსნა და მგზავრები ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურზე ჩამოსვეს”,_ წერს გვერდი ჩემი ქალაქი მკლავს და ფოტოს აქვეყნებს.
თბილისის მეტროს მუშაობის შეფერხების შესახებ განცხადება გაავრცელა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. თუმცა განცხადებაში საუბარი ვაგონის ჩახსნის შესახებ არ არის. თუმცა, “გურია ნიუსს” მეტროს ვაგონის დაზიანების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. მაგრამ როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, მათ არ იციან რა სახის ტექნიკური ხარვეზია.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“,_ ამბობენ თბილისის სატრანსპრტო კომპანიაში.