თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ ერთ-ერთი ჩასასვლელი 2019 წლის 15 მარტამდე დაიკეტა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, სადგურის ჩასასვლელის დაკეტვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3“–ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,_წერია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.