თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ უბედური შემთხვევა მოხდა.
მამაკაცი მეტროს ლიანდაგებში იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შედიოდა, რის გამოც, მატარებლის შეჩერება ვერ მოხერხდა. კაცი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდარმა მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
მატარებლები „დიდუბიდან“_“ვარკეთილამდე“ მოძრაობდნენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის, მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად აღდგენილია.