დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც დეკანოზის წერილშია აღნიშნული, ის თავის სულიერ მამას მიმართავს.
“აქამდე ასე კარგად ვერ ვაცნობიერებდი მოსაზრებას, რომ განსაცდელი ადამიანს უფალთან უფრო აახლოებს. მეტიც, ასეთ მდგომარეობაში ყველა შენი მახასიათებელი უფრო მკვეთრი ხდება – მეტია თვითკრიტიკაც, საკუთარი თავის რწმენაც, უკომპრომისობაც.
მრავალი ცოდვის თანამდები ვარ, მაგრამ ღმერთია მოწამე, არა მკვლელობის, ან მკვლელობის მცდელობისა. ვისთვისაც ასეთი რამ არ დაუბრალებიათ, ალბათ, მისთვის რთული წარმოსადგენია ჩემი განცდები, რთული შესაფასებელი ჩემი გადაწყვეტილებებები.
რატომ ვშიმშილობ? ამით ჩემს სულიერ ძმებს მინდა შევახსენო – “არა ერთითა პურითა სცხონდების კაცი…”
ასევე როგორც ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმართა მამას – რად მიმატოვეო და მყისიერი პასუხი მიიღო მისგან, მეც მივმართავ სულიერ მამას – რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენ სიყვარულს არ ძალუძს დასძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა! ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრებლის სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი.
რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლევ ღვთის შეწევნით. მაცხოვარი ხომ ბრძანებს – “ოდეს შეგიყვანეეს შესაკრებელსა მთავართასა, ნუ ზრუნავთ რა სიტყვა მიუგოთ ანუ რა სთქვათ, რამეთუ სულმან წმინდამან გასწიოს თქვენ მას ჟამსა შინა რა იგი სთქვას”, – აღნიშნულია დეკანოზის წერილში.