ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს კოვიდინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” სატელეფონო საუბრისას თავად მენაღარიშვილმა განუცხადა.
“მეც ვარ ინფიცირებული. აცრილი ვარ და ჯერჯერობით ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს”,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ლანჩხუთში სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4317 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3742 პაციენტი, გარდაცვლილია 57.