პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში უცხოური ფული არ უნდა ბრუნავდეს.
„უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს. საქართველოს მთავრობას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მის გაკონტროლების და ეფექტური მექანიზმის ქონით.
მეწარმე იურიდიული პირი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
თუ კონკრეტული იურიდიული სუბიექტი ჩაერთვება პოლიტიკაში, მისი აქტივობა იქნება მიმართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ და ეს არ იქნება დაკავშირებული მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან გამოიწვევს ადმინისტრაციული სახით შესაბამის ჯარიმებს.
რაც შეეხება ინდ მეწარმეებს, წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ეხება“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
































































