მეცხრე საჯარო სკოლის პარალელურად სამტრედიაში დისტანციურ სწავლებაზე სრულად კიდევ ორი სკოლა გადავიდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეისათვის, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, სამი საჯარო სკოლაა სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასული. ქალაქის მეცხრე, სოფლების, ქვაყუდისა და ღანირის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ორი კვირით ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი მოსწავლეთა და მასწავლებელთა კოვიდით დაინფიცირებაა. სამივე სასწავლო დაწესებულებაში კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევები 15 ოქტომბერს დადასტურდა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, განათლების სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ზემოჩამოთვლილი სკოლები გადასულიყო სრულ დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება 14 საჯარო და 2 კერძო სკოლაში სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბრძანების საფუძველზე, 20 ცალკეული კლასი 2 კვირის ვადით ახორციელებს დისტანციური სწავლების ჰიბრიდულ მოდელს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს კლასები ონლაინ რეჟიმში ისწავლიან. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების, 35 საჯარო და 2 კერძო სკოლების, 1218 თანამშრომლიდან 514 სრულად ვაქცინირებულია. მათ შორის, 496 პედაგოგია“, _ ამბობს ,,გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თინათინ ხარძიანი.
[sexy_author_bio]