მსოფლიოს უპრეცედენტო რეაგირება მართებს ტემპერატურის ზრდის შესაჩერებლად. EURONEWS-ის ცნობით, ამის შესახებ კლიმატის ცვლილებების შესახებ ახალ კვლევაშია საუბარი.
როგორც ნობელის პრემიის გამარჯვებულ ორგანიზაციაში ამბობენ, ტემპერატურა დაახლოებით 2 გრადუსით მოიმატებს, რაც მსოფლიოში ექსტრემალურად ცხელ დღეებს გამოიწვევს. ასევე, გაიზრდება ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული დატბორვების რისკი, განსაკუთრებით ალასკაში, ევროპაში, კანადაში, რუსეთსა და აზიაში.
გარდა ამისა, 1.5 გრადუსიდან 2 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურის მატება ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში დაშრობას გამოიწვევს. გარდა ამისა, მოსალოდნელია მყინვარების დნობა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ევროკავშირს, გლობალური დათბობის შესაზღუდად ქმედებისკენ მოუწოდებს.
როგორც მკვლევარები ამბობენ, ქმედება გლობალური დათბობის შესამცრებლად დაგვიანებული ჯერ არ არის.
მათი თქმით, უნდა შეიზღუდოს ეკოსისტემაზე ზემოქმედება, ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გაამარტივებს გაეროს მსგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.