წყალქვეშა მარჯნის რიფებს განადგურების საფრთხე ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კლიმატის ცვლილებამ ოკეანის მჟავით დაბინძურება გამოიწვია, რაც მარჯნის რიფების განადგურებას იწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორიდაში მეცნიერებს აქვთ გეგმა, რომელსაც ნასას ასტრონავტები შეუერთდნენ.
ისინი მარჯნის რიფების შემცირებასთან საბრძოლველად მსოფლიოს ღრმა მარჯნის ფერმას ქმნიან.
როგორც ცნობილია, ისინი ეძებენ რიფებს, რომლებიც სიღრმესთან შეგუებას შეძლებენ.