მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის (World Science Day for Peace and Development) ყოველწლიურად აღინიშნება 10 ნოემბერს, საზოგადოების ცნობიერებაში მეცნიერების მნიშვნელობის ხაზგასასმელად.
ამ დღის აღნიშვნა რეკომენდებული იყო 1999 წელს ბუდაპეშტში, მსოფლიო სამეცნიერო კონფერენციაზე (World Conference on Science), სადაც მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოებისა და მეცნიერების უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების აუცილებლობის შესახებ.
მეცნიერების დღესასწაული პირველად აღინიშნა 2002 წელს.