მეცნიერთა ჯგუფმა 13 მილიონი წლის პრიმატი ადამიანის თავის ქალა აღმოაჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღმოჩენამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მაიმუნებსა და ადამიანებს შორის ევოლუციური მემკვიდრეობის გაზიარებას.
გავრცელებული ცნობით, მეცნიერებმა აღმოჩენილი ლიმონის ზომის თავის ქალა, მიოცენურ ეპოქას მიაკუთვნეს, რომელიც თანამედროვე ადამიანის და მაიმუნის წინაპრებს აერთიანებს.
მეცნიერთა შეფასებით, მიოცენური ერა 5-25 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს მოიცავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეცნიერებმა თავის ქალა უნდა შეისწავლონ, მაგრამ რამდენიმე დასკვნა მათ შედგენილი უკვე აქვთ.
“რას გვიჩვენებს აღმოჩენა ალესი, იმას რომ ეს ჯგუფი ახლოს იყო მაიმუნებთან და ადამიანებთან, ასევე მიანიშნებს, რომ ისინი წარმოშობით აფრიკიდან იყვნენ”,_განაცხადა კალიფორნიის დე ანზას ანთროპოლოგიის პროფესორმა, ესაია ნენგომ.