მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებისგან ემბრიონი შექმნეს.
მეცნიერებმა მაკაკის ემბრიონებს გაუკეთეს ადამიანის ღეროვანი უჯრედები – რომლებსაც აქვთ სხეულის სხვადასხვა ქსოვილებად ჩამოყალიბების უნარი.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ადამიანისა და მაიმუნის ემბრიონის შექმნის იდეა ორგანოების ტრანსპლანტაციის გამარტივებას ემსახურება და მისი მიზანი ახალი არსების შექმნა არ არის.
როგორ ცნობილია, ეს ადამიანის და ცხოველის უჯრედის ურთიერთქმედების პირველი შემთხვევა არ არის. წარსულში, ადამიანის უჯრედები გადანერგეს ცხვრისა და ღორის ემბრიონებში.