ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია აკონტროლოს თავისი სიზმრები.
დუნკან ფრეიზერისა და სტივ მაკგიგანის მიერ გამოგონებულ ნიღაბს შეუძლია თვალის მოძრაობა დააფიქსიროს ჩაშენებული აქსელერომეტრის საშუალებით.
მოწყობილობა თვალის მოძრაობაზე დაკვირვებით არკვევს სწრაფი ძილის ფაზის დაწყებას, რის შემდეგაც იგი ახდენს სინათლის იმპულსების გამოყოფას გარკვეული თანმიმდევრობით.
პერიოდული სინათლის უეცარი ანთება, სიხშირე და სიკაშკაშე, რომელიც შესაძლებელია გაკონტროლდეს ნებისმიერი მობილური ტელეფონით, საშუალებას გვაძლევს ძილის დროს ვაკონტროლოთ ცენტრალური ნერვული სისტემა.
ტვინმა სინათლის მოდელები უნდა აღიქვას, როგორც ილუზია და ცნობიერების გაკონტროლებით შესძლოს სიზმრის ფორმირება.
მეცნიერები თვლიან, რომ ნიღაბი შეიძლება გამოიყენონ, როგორც თვალის ნაოჭების ასევე გონება გაფანტულობის სამკურნალოდ.