მეცნიერებმა კიბოს განკურნების „უნივერსალურ მეთოდს“ მიაკვლიეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
მაუწყებლის ინფორმაციით, კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენამ შესაძლოა კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური წამლის გამოგონება გაადვილოს.
როგორ ცნობილია, ახალი მეთოდი ჯერ კლინიკურად გამოცდილი არ არის, თუმცა მკვლევარები აცხადებენ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს.
მეცნიერებმა ადამიანის იმუნური სისტემის, უნიკალური ტიპის უჯრედები – ტ-ლიმფოციტები აღმოჩინეს.
მეცნიერების თქმით, აღნიშნულ უჯრედებს, სხვებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ტიპის საფრთხის განეიტრალება შეუძლიათ.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ტ-ლიმფოციტების უჯრედების ზედაპირზე არსებობს ქიმიური რეცეპტორები, რომელთა საშუალებითაც ისინი განსაზღვრავენ ანტიგენებს, რომლებიც ორგანიზმს საფრთხეს უქმნიან.
მეცცნიერებმ ეს მეთოდი გამოსცადეს ფილტვების, სისხლის, მკერდის, ნაწლავის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედებზე.
გამოდის შედეგად კი დაადგინეს, რომ ლიმფოციტები ანადგურებდნენ კიბოს უჯრედებს და არ ეხებოდნენ ჯანმრთელ უჯრედებს.
როგორც კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, ტ-ლიმფოციტს შეუძლია ემ-ერ-1-ის ტიპის უჯრედისგან მიიღოს სიგნალი, რომ უჯრედის მეტაბოლიზმი დარღვეულია, შესაბამისად, ეს არის სიმსივნის უჯრედი.
ცნობისთვის, ემ-ერ-1-ის ტიპის უჯრედი, ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედის ზედაპირზე არსებობს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ისინი, პირველები არიან, რომლებმც შეძლეს ტ-უჯრედები აღწერა, რომელსაც კიბოს უჯრედებში ემ-ერ-1-ის აღმოჩენა შეუძლია.