ამერიკელმა მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს. შავი ხვრელი მზის ჩრდილო პოლუსზე შეამჩნიეს.
ხვრელი აღმოჩენილი იყო მზის დათვალიერების დროს, რომელსაც ამერიკელი მეცნიერები აწარმოებდნენ “SOHO”-ს აპარატის დახმარებით.
მათი განმარტებით ეს არის კორონალური ხვრელი, რომელიც მზის 25% მოიცავს. კორონალური ხვრელისთვის დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა და სიმჭიდროვე, ამიტომ მას უწოდებენ შავს. ხვრელიდან გამოიტყორცნება გაზი და პატარა მზის ნაწილაკები, რომელიც იწვევს ძლიერ მზის ქარს. გამოტყორცნილი გაზის სიჩქარეა 800 კმ|წმ. ნივთიერებები, რომლებიც გამოიტყორცნებიან მზიდან მაგნიტური ქარიშხლის გამოწვევის მიზეზია, რაც ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ ახსნან ამ ხვრელის გაჩენის მიზეზი და თვლიან, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა მზისათვის.