კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შაქრის შემცველი უალკოჰოლო სასმელების მოხმარების მავნებლობაზე კვლევა გამოაქვეყნა.
სტატისტიკური მონაცემებით, ტკბილი სასმელი დიაბეტის და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს წარმოშობს.
ამდენად, ამერიკელი ექიმები მათ მოხმარებაზე გადასახადის დაწესებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
მათი შეფასებით, ყოველ 100 გრამ სასმელზე ოპტიმალური გადასახადი 3,5 ცენტი უნდა იყოს. ასეთი გადასახადის დაწესება მეცნიერთა გათვლით, 10 წლის მანძილზე 15% შეამცირებს მავნე სასმელის მოხმარებას, რაც წელიწადში 26 ათას სიცოცხლეს გადაარჩენს.
ამას გარდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში დაავადებების შემცირება სახელმწიფოს ყოველწლიურად 18 მლრდ. დოლარის ეკონომიის საშუალებას მისცემს.