ბანგლადეშში ძლიერმა წვიმამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაკარგულია და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ბანგლადეში შტორმს, წყალდიდობასა და მეწყერს ყოველ წვიმიან სეზონზე ებრძვის.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.
როგორც ცნობილია, 2007 წელს, ჩიტაგონგში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.