ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში ვადაჭკორიების სახლთან მეწყერი ჩამოწვა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, ადგილზე რთული ვითარებაა და ექვსსულიანი ოჯახი საფრთხის ქვეშაა:
_ ჩემს წარმომადგენელს უკვე მივეცი დავალება, რომ ამავე სოფელში მოძებნოს სახლი, სადაც ვადაჭკორიების ქირით გადაყვანა მოხდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ურუშაძემ.