უამინდობამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
“ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბჟოლიეთში, მეწყერი ჩამოწვა და გზაა გადაკეტილი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ამას გარდა, ზემო ერკეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა; სახლების სახურავები დაზიანებულია რამდენიმე სოფელშიც; ზოტში, შუა ამაღლებასა და ქვაბღის სკოლაში ელექტროენერგიის მოწოდებაა შეზღუდული (მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები).
შესაბამისი სამსახურები აღწერენ ზარალის ზუსტ ოდენობას”,_ აცხადებენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.