ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მეწყერის გამო შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, კმ16-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ16 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.