მუხიანი-საგურამოს მიმართულებაზე, გოგებაშვილის სახელობის კოლეჯის მიმდებარედ, უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ინფორმაციას მომხდარის შესახებ “იმედინიუსი” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სს “ენერგოკავშირში” აცხადებენ, რომ მეწყერმა ცენტრალური გაზსადენი დააზიანა.
როგორც “იმედინიუსს” სს “ენერგოკავშირში განუცხადეს, გაზის მიწოდების აღდგენა დაახლოებით მოხდება ერთ კვირაში.
ვრცლად: იმედინიუსი