მეწყერის ჩამოწოლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე მოძრაობა ჩაიკეტა.
თვითმხილველების განცხადებით, გზაზე მოძრაობა არა თოვლის და ყინულის, არამედ მეწყერის გამო შეჩერდა. ადგილზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოადგილეებთან ერთად იმყოფება.
,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს და ყველა ქმედითი ღონისძიება ტარდება მოძრაობის დროულად აღსადგენად.”
ავტორი