ლანჩხუთში, ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში (ფოცხვერეთის უბანი), მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიდა მიმოსვლის გზა დაზიანდა.
მათივე ინფორმაციით, მოწვეულია სპეციალისტები, რომელთა დასკვნის საფუძველზე დაიწყება გზის სარეაბილიტაციო- გამაგრებითი სამუშაოები.