რუსი ხალხი კავკასიელების მტრები არ არიან _ ეს განცხადება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გააკეთა, რომელიც შემოქმედის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა:
“კავკასიელების დაუძინებელი მტერი რუსეთის იმპერიაა და არა რუსსი ხალხი. რუსი ხალხი საინფორმაციო იზოლიაციაშია, მათ არ იციან სიმართლე. ხოლო კავკასიელ ხალხს, გადაშენება ელოდება თუ ერთად არ აღვუდექით რუსეთის იმპერიის ზრახვებს.
გათიშე და იბატონე, კავკასია კავკასიელების გარეშე _ ეს არის მათი დევიზი.
თუმცა, საქართველოს ღმერთი მაინც გადაარჩენს, რადგანაც ის ერთგული იყო და არის ჭეშმარიტი სარწმუნოების.
სამწუხაროდ, რუსეთი დღეს კვლავ კომუნისტური და შოვინისტური გავლენის ტყვეობაშია.
ლენინი, რომელმაც შექმნა ეს ბოროტების იმპერია კვლავ განისვენებს მავზოლეუმში და მას სათანადოთ იცავს რუსეთის სახელმწიფო.
რუსი ერი კი ამ ტყვეობიდან განთავისუფლდება მაშინ როდესაც ეშმაკიდან შეპყრობილ, ლენინის ნეშტს მავზოლეუმიდან გაიტანენ და აღარ მიაგებენ სათანადო პატივს.
ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს რუსი ხალხი და კავკასიელები ამინ” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი აწერს.