„ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება.
როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც თუკი არის ეკლესიაში პრობლემები, მან უნდა ისაუბროს ამის შესახებ სინოდზე.
მან დაარღვია ამით კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად საჯაროდ ილაპარაკა. როდესაც არის დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩვენგან იყო მისადმი მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა, მაგრამ მან გადაგვიჭრა ყველა გზა.
მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი დავჩოქილიყავი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა“, _ განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.
კითხვაზე, რა არის მეუფე პეტრეს განცხადების მიზანი, მეუფე საბამ განაცხადა, რომ ეს მედიამ მას უნდა ჰკითხოს: „ის ბრალდება, რომელსაც აყენებს, უნდა დაასაბუთოს. ეს არ არის ღირსეული საქციელი“, _ აღნიშნა მეუფე საბამ და დასძინა, რომ მეუფე პეტრეს გადაყენების საკითხს წმინდა სინოდის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.