,,20 ივნისს ვინ იძალადა, იმ ხალხმა ვინც სოდომურ ცოდვას აპროტესტებდა მაშინ, თუ პირიქით სოდომისტებმა რომ დაიწყეს შტურმი პარლამენტზე“, _ ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ განაცხადა.
მისი თქმით, ილოცებს, რათა “თბილისი პრაიდი” ვერ ჩაატარონ. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის სულიწმინდის გმობა, ეს მოქმედება. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს.
“მე მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე თქვენ გვერდით გავაპრავო სოდომური ცოდვა. თუ დღეს ამის გამო ფასია რომ ციხეში უნდა წახვიდე, მე წავალ. 20 ივნისს ვინ იძალადა, იმ ხალხმა, ვინც სოდომურ ცოდვას აპროტესტებდა მაშინ, თუ პირიქით, სოდომისტებმა რომ დაიწყეს შტურმი პარლამენტზე. არაა? “ნაციონალური მოძრაობა” სოდომისტები არ არიან? ვინც ხელი მოაწერა იმაზე, რომ სოდომური ცოდვა არის ის, რისი უფლების დაცვაც არის აუცილებელი. ყველა მათგანი არის სოდომური ცოდვის მომხრე”, _ განაცხადა მიტროპოლიტმა.
ავტორი: მერაბ ცაავა