,,ეშმაკსა და ღმერთს შორის შერიგება წარმოუდგენელია და ამისთვის მხოლოდ ერთი გზა, მონანიება და აღსარება არსებობს,“ – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანე, მარტვილის საკათედრო ტაძარში საღრმთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
მეუფეს თქმით, მხოლოდ ერთიი რამ არსებობს რითაც შეიძლება შერიგება, ეს არის აღსარება
,,ვის შეუძლია წარმოიდგინოს შესაძლებლობა იმის, რომ ვთქვათ, ეშმაკი შეურიგდეს ღმერთს. რაში შევრიგდეთ, რომ ხალხი წავიდეს ჯოჯოხეთში და ამაში მხარი დაუჭირო ეშმაკს? ის არ ნანობს თავის საქციელს. მხოლოდ ერთიი რამ არსებობს რითაც შეიძლება შერიგება, ეს არის აღსარება, ეს არის მონანიება და ეს მონანიება არის ცოდვებსი აღიარება. ვინც უფალთან არ შერიგდება, იმასთან შერიგება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ბოროტსა და კეთილს შორის შერიგება არ არსებობს. ვინც კეთილიდან ბოროტში გადავ, ის არ არის შერიგება, ის არის გარიგება, იმიტომ, რომ იმას რაღაც მიზნები ამოძრავებს. ღვთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში ვერცერთი ძალა ვერ გაიმარჯვებს“ – განაცხადა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ.