ჯგუფში „გადარეული გურული“ მამუკა უნგიაძე „მგელი და კრავის“ გურულ ვარიანტს აქვეყნებს.
“ერთხელ, პატარა ბეკეკას, იზოლაცია მოსძულდა!
ადგა და კარებს ეტეკა, გასეირნება რომ სურდა.
თურმე, იქინე, მახლობლად, საჭირბოროტოთ კრავისა,
ზედამხედველი დარბოდა, ჩუმათე, შუაღამისას.
შამუუძახა:-შე ბრიყვო! რაზე მოცილდი სახლსაო?!
წესს არღოვ, აფერად მაგდებ! არ იცავ,კომენდატსაო!
_ ჯერ,ერთი წუთიც არაა და რაფერ დამინახეო?!
_მაგიზა, ძამა, ფარაა! სახე, ხომ დაგინახეო?!
მაშ,მე,ვტყუივარ?!გაჩუმდი! ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელი კი არ ვარ?! წესის დამრღვევო, შენაო!
უთხრა და სიტყვა მოუგო. დააჯარიმა საწყალი!
სამიათასი წეიღო! არკვიე ახლა, მართალი.