მღვდელი ლავრენტი წულაძე (ცნობილი ეთნოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის აპოლონის ძმა) გურიის არაერთი თაობის აღმზრდელი, სკოლების დამაარსებელი, ცნობილი ჟურნალისტი და განმანათლებელი გახლდათ.
გასაბჭოების შემდეგ, ერთ დღეს, როგორც მისი ქალიშვილი იხსენებდა, წულაძესთან მივიდნენ წითელი დროშებით და შესთავაზეს მას ანაფორის გახდა და უარის თქმა რწმენაზე.
იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ მღვდელს უხუმრია: ,,ჯერ ხუცესი რა ვარ და ნახუცვარი რაღა ვიქნები”.
უარის გამო აღშფოთებულმა ბოლშევიკებმა და ,,კომსომოლებმა” გამოიტანეს ეკლესიიდან ძველი წიგნები, ხატები და დაწვეს. მალე კი ლავრენტი თავის უფროს შვილთან ბაგრატთან ერთად დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
მეტეხის ციხიდან ის გიმნაზიელმა მოსწავლემ ვინმე დუმბაძემ დაიხსნა. წულაძე სოფელში დაბრუნდა, მაგრამ უარის თქმა მას მაინც არ აპატიეს. 1923 წელს წულაძეს ჩაუსაფრდნენ, ცემა-წამებაში ამოხადეს სული და ხიდიდან გადააგდეს.
ირაკლი მახარაძე