მარტვილში მომხდარ ავტოსაგაზო შემთხვევასთან დაკავშირებით “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც სააგენტოს წყარო უყვება, ავტომობილი, რომელიც ჭყონის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ავტომობილში ორი პირი იჯდა, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი.
“ავტომობილში მღვდელი იჯდა, კარიდან გადმოვარდნილა და ამას უხსნია. ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ. მძღოლი ადგილზე დაიღუპა”, _ გვეუბნება წყარო.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთვევა მარტვილში, სოფელ გაჭდილთან ცოტა ხნის წინ მოხდა.