სამაშველო ოპერაცია ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა მღვიმედან მეხუთე ბავშვის გამოყვანა შეძლეს.
როგორც ცნობილია, მღვიმეში კიდევ 8 ბავშვი რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით, 2 კვირის წინ მწვრთნელი და ახალგაზრდა ფეხბურთელთა ნაკრები, Wild Boars, მღვიმეში შევიდნენ, თუმცა, მოულოდნელად მოსულმა წვიმამ წყლის დონის მატება და გასასვლელის ჩაკეტვა გამოიწვია.