https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მგონი, შარშანაც ამას მოგწერდი _ რას წერს აკა მორჩილაძე “პუბლიკის” დირექტორს

8:13; 18.04.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გამოცემა “პუბლიკა” აქვეყნებს აკა მორჩილაძის წერილს, რომელიც მწერალმა გამოცემის დირექტორს, ზურა ვარდიაშვილს გაუგზავნა.  წერილს უცვლელადგთავაზობთ.

“გამარჯობა ზურა.

შენს გამოგზავნილ შეკითხვაზე შემიძლია გიპასუხო შემდეგი:

დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ერთ დღეს კი არა, ნახევარ საათს არ ყოფილა არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ლიბერალობა. ყველაფერი ყოფილა ამ სამის გარდა, მაგრამ ეს სამი, – არასდროს. არც ერთად, არც ცალ-ცალკე. ამასთან დავა, სრული ტყუილია ნებისმიერი მხრიდან. ვშიშობ, ასეთსავე ქვეყანაში მოვკვდები, თუ კიდევ არ ავიკრიფე, მარა ასაკში ძნელია აკრეფა. თუმცა, ცხოვრება ისეთია, ვერ გაიგებ.

ესესერი რო დაიშალა, ყველას გვიხაროდა. ეგ იყო ბედნიერი დღეები. მარა მერე გაირკვა, რომ საქათმეს რომ დაშლი, იმის ფიცრით, სასახლე ვერ აიგება. ახალი ფიცარი კი არ მოგვაქვს. არაფრით. საშიშია – ვაითუ მკვიდრი კედელი გამოგვივიდეს და გამოთბეს შიგ ეს ჩვენი ხალხი, კარგი ხემსი ნახოს, გულმა კარგი რამეები აუციმციმოს და სულ გასაჭირის და სამასი ლარის ძახილი არ იყოს.

არ გამოდის ესა, მერამდენე ათწლეულია. ჩვენს სახელმწიფოს ეს არ შეუძლია ოცდაათი, თუ რამდენი წელიწადიც არის, რომ ხალხს უთხრას: აიღე ეს თავისუფლება და მე ისეთ კანონებს მოგცემ, მეც დიდად არ მეშინოდეს, რო მომივარდები და შენაც ბავშვს რამეს უყიდი, ეს ახალგაზრდები წავლენ, ქვეყანას ნახავენ, ჯალათებად ნუ დაბრუნდებიან, რაღაცა რვეულები ქონდეთ უბეში – უხაროდეთ საქმის წამოწყება და ასე. თორე, რა: მთელი აფრიკის დიქტატორებს სორბონა-ოქსფორდებში უსწავლიათ და მერე შინ კი გიჟდებოდნენ. ეგ იმას გავს, არჩევნების კანონი დემოკრატიულიაო, რო დავიწყებთ, მერამდენე ათწლეულია ეგეც – არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოა მთავარი, ბუტკა, კნოპკა და წითელი პასტა რას უშველის.

როგორც არი.

ეგეც ხო ყველამ იცის რამდენი ხანია.

არ გამოდის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესესერის მემკვიდრეობით გაჯერებული ქვეყანა: სულსა და ხორცში გვაქვს, ძალის, ძალმომრეობის, დაშინების, დაწოლის, ზეწოლის, მუქარის, შანტაჟის სურვილები და არცერთი ქართული მმართველობა ამის საბოლოო მოსპობაზე არ წავიდა. ესეც ნამდვილია. ახლა რუსეთიო. ეგ ხო ცხადია, რუსეთი რაც არის. ახლა მთლად გამხეცებულია და იმის ვერაგი ზურგის ტვინი ხომ ესესერია. ეს რუსეთი რასაც მართებს მსოფლიოს და ჩვენც, კი ვხედავთ: მაგათი მათრახის ტყლაშუნში გვაქვს გატარებული ორასი წელიწადი.

რაც უბედურებაა, ისაა, რომ ჩვენ კვლავაც ვართ 58-ე მუხლის ქვეყანა.

შენ კი გწერ ამ წერილს, მაგრამ უფრო ახალგაზრდებს ვგულისხმობ; აბა ჩემნაირ გადაცვეთილ და ამ გაუთავებელი ესესერით ჩუმად გაწვალებულ მოფრთხილეს რად უნდა. ჩვენ რამენაირად მივალთ რაღაც წერტილამდე, ამ ახალგაზრდებს კი, კარგ წერტილამდე უნდათ მისვლა. მანდ მისვლა კი ძალიან დიდი ბრძოლაა: უამრავის უარყოფა, თავზე ხელის აღება, ხერხების ცოდნა და მერე კი, თან პატიოსანი უნდა დარჩე.

ძნელია. ერთეულების იყო ყოველთვის და ახლა თუ შეიცვლება, მაგას რა ჯობია და გარშემო ეს 58-ე მუხლი.

ეგ რომელი მუხლია გეცოდინება: სტალინიზმის სიმბოლოაო და 1961 წელს გააუქმეს. უსქელესი, თოთხმეტქვეპუქნტიანი მუხლია, რომელიც დასაწყისში სამშობლოს ღალატს გულისხმობს და მერე მოყვება ჯაშუშობა, კონტრრევულცია და მოკლედ, ყველაფერი, რითაც პატიოსან ხალხს ასამართლებდნენ. თანდათან იზრდებოდა და ლამის ყველაფერს მოიცავდა.

წინა კვირას, ეს ამბავი რო იწყებოდა, ძველმა კოლეგამ მომწერა, ერთი წინადადება თქვი, მალე აგენტებს დააწერენ ჩვენს წიგნებსო. დააწერენ, მაშ. მასეთი კანონების ქვეყანა ვართ, მარა მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე თუ იყვნენ აგენტები და დახოცეს, წიგნზე წარწერა ორდენი თუ არა, ერთი პატარა მედალი კი გამოდის. ეგება იამაყო კიდეც, მეც გამაფუჭესო. გაფუჭებაც რა, ძველად მოკვლას ერქვა. მერე ციხის კულტურამ რომ იმძლავრა – კაცის გაუპატიურებასაც, ახლა აღარ ვიცი.

სხვა რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როგორც ადამიანს,რომელიც ამაში გაიზარდა, არ ვიცი. უიმედობა ცუდია. მასებისთვის არასაჭირო. ბოდიში, მარა კაი ხანია, არ მჯერა, რომ იქედან, სადაც ძალაუფლებაა, რაიმე კარგს ველოდე. იმ ხრუშჩოვმა კი გააუქმა ის 58-ე მუხლი, მაგრამ არსი იგივე დარჩა – ჩვენ მაგ არსში ვცხოვრობთ. აი, ამ წამამდე და ყველაფერიც ვიცით, რა საშინელებაც ეგ რუსეთია, რა ჯანდაბაც ეგ კანონი და რაც ჩვენავე ვართ. მოკლედ, როგორც იოანე ბატონიშვილი იტყოდა ამ ორასი წლის წინათ, ქართლში სამართალი არცა ქმნულა და არც იქმნებისო. მეფის შვილი იყო, ვინმე უკუმთქმელი კი არა.

ახალგაზრდებისთვისაა ოცნება, თორე ვინ ოხერი. ბრძოლაც მათთვისაა. ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა.

შარშან რო მომწერე ამ კანონზე, ტელევიზორში ვუყურებდი და დღიურს ვწერდი. კი არ მიფიქრია გამოქვეყნება და ახლა აღარც ვიცი სად არის. მგონი, მარტი იყო და სანამ უარით გიპასუხე, კი ვნახე ტელვიზორში, დაჭერილიაო. რაღა უნდა მეპასუხა, დაჭერილზე უარი რაღაა და დარჩა ამბავი ეგრე უხერხულად.

მგონი, შარშანაც ამას მოგწერდი.

ეს წერილი, თუ გამოგადგება რამეში, გამოაქვეყნე, თუ არ გამოგადგება და კი დაიტოვე, ან წაშალე. მოკლედ, როგორც მოგინდეს.

ოღონდ, თუ გამოაქვეყნებ, მაინც გთხოვდი, რომ შენდამი წერილს ფორმა ჰქონდეს, ანუ ზუსტად ასეთი იყოს, თორემ სტატიას და რაღაც ასეთს ვერ ვახერხებ და მგონი, არც არავის უნდა, თან ახლოსაც არ ვარ მანდედან და ინტერნეტიც ვერაა, რო უნდა იყოს, ისეთი.

პ.ს. ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო. კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ, მოკლე წინადადებები კიდე მე ვერ შამიძლია, კამისრებმა იცოდნენ : ) და ზემდგომიდან მითითებასაც ჰგავს. ჩვენი ამბავი კი ახლაც, არის „სათქმელად ძნელი“- როგორც ერთი ძველი მწერალი იტყოდა.

მადლობა და ბოდიში, პასუხი მართლა გრძელი გამომსვლია. : ) არ ღირდა.

გიო”

აკა მორჩილაძე
გაზიარება197Tweet123Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად დაფიქსირდება ყველაზე დაბალი ტემპერატურა _ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:04; 4 თებერვალი, 2026

"მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ..." _ ლუკა ნაჭყებია

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026
ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
პოლიტიკა

ვხედავთ მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნას წარმოჩენილი _ პაპუაშვილი

10:10; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო