“ნაციონალურ მოძრაობაში” გახორციელებული ცვლილებების შემდეგ “გურია ნიუსი” შეეცადა, კომენტარები მოეპოვებინა პარტიის რაიონული ორგანიზაციების ლიდერებისგან.
“ნაცმოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კორიფაძე ფიქრობს, რომ ცვლილებები პარტიაში საჭირო იყო და ნაყოფია მმართველობაში გამოცდილი კადრია.
“გზაში ვარ, საერთოდ არ ვიცი არაფერი. უბრალოდ, ვიცი ერთი _ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს კობა ნაყოფია. მე მგონი, ცვლილება საჭირო იყო. ძალიან გამოცდილია კობა ნაყოფია მმართველობაში, დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს, ძალიან ორგანიზებული ადამიანია. ჯერჯერობით, ამ წუთში შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციაში რაიმე ცვლილება არ იგეგმება. თუ რამე გაიგებთ”, _ გვითხრა დიმიტრი კორიფაძემ.
შეგახსენებთ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც მედიას ნიკა მელიამ გააცნო.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს.
როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.