როცა ლიდერი შენი მუშაობით კმაყოფილი არ არის და ციხეში ზის, მასთან ხშირად შეხვედრა შეიძლება სასიამოვნო არ იყოს და მიზეზი ექნებათ, პაპუაშვილი არ გვიშვებსო. ამაზე მგონი ძალიან არ ინერვიულებენ „ნაცმოძრაობის“ წევრები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიზეზი ნერვების მოშლა და მოთმინებიდან გამოყვანა შეიძლება იყოს.
„როცა ისედაც შეზღუდული გაქვს თავისუფლება და გეუბნებიან, რაღაც უფლებებს გართმევთ, მაგრამ შენივე ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის კარგიო, რაც ნერვებზე მოქმედებს. ზოგადად, ციხეში ბევრი რამ ნერვებზე მოქმედებს და ალბათ ეს ერთ-ერთი მათგანია. ეს გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობას“ რას დააკლებს, არ ვიცი, მგონი „ნაცმოძრაობას“ აწყობს, არ მოუწევთ მიშასთან შესვლა. როცა ლიდერი შენი მუშაობით კმაყოფილი არ არის და ციხეში ზის, მასთან ხშირად შეხვედრა შეიძლება სასიამოვნო არ იყოს და მიზეზი ექნებათ, პაპუაშვილი არ გვიშვებსო. ამაზე მგონია ძალიან არ ინერვიულებენ „ნაცმოძრაობის“ წევრები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.