საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო წევრების გადაბირების შესახებ. მარგველაშვილის თქმით, კობახიძე შეცდომაში შეყვანილი ადამიანია.
“ათასი ადამიანი მოდის და ათას რამეს მეუბნება. არ მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად იყო გაკეთებული. როცა იკეტები საკუთარ თავში, ათასი ადამიანი მოდის და რაღაცას გეჩურჩულება, მერე შეიძლება ასეთ შეცდომაში შეგიყვანონ. როცა კეთდება განცხადება ასეთი შეთქმულების თეორიაზე, მგონია, რომ ეს არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაცა უთხრეს და დაიჯერა. არ ვფიქრობ, რომ ეს მან მოიგონა,” – განუცხადა ტელეკომპანია “კავკასიას” გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ და კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიას სარწმუნო ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.