ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლაითურის წყალმომარაგების პროექტი დაუფინანსა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, 5 მილიონ 200 000 ლარის სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
_ პროექტი ორწლიანი და სრულად ითვალისწინებს მთელი სოფლის წყალმომარაგებას. უახლოეს დღეებში ტედნერი გამოცხადდება და სამუშაოებიც მალე დაიწყება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.
ლაითურელებს უწყლობა დიდი ხანია აწუხებთ. წლების მანძილზე ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთი თხოვნით მიმართეს და აქციებიც კი გამართეს, თუმცა, ამ დრომდე არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტი გასულ წელს გააკეთა და იმავე პერიოდში დაიწყო დაფინანსების მოძიება.
როგორც მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, სოფლის წყალმომარაგებისთვის, სადაც 4527 ბენეფიციარია, ეს თანხა სრულიად საკმარისია და ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი ხარჯების გაღება არ მოუწევს.