ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის ინცინდენტი მოხდა.
ფაქტს ადასტურებს შს სამინისტროც.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მგზავრი ნასვამი იყო და მძღოლს ემუქრებოდა. მას თან ჰქონდა სასიგნალო პისტოლეტი.
შსს-ს ინფორმაციით, მგზავრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით.