დიდი ბრიტანეთი-პაკისტანის რეისი მანჩესტერის აეროპორტიდან პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებმა რამდენიმე საათის დაგვიანებით შეასრულეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მგზავრს, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა, სათადარიგო გასასვლელი კარი საპირფარეშოს კარში აერია და გააღო.
მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი მგზავრებისგან დაცალეს.
როგორც ავიაკომპანია აცხადებს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.