ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელში მგზავრობის ღირებულებამ მოიმატა. დღეიდან კი უკვე თბილისის მიმართულებით 15 ლარის ნაცვლად 20 ლარი ხდება.
ოზურგეთის ავტოსადგურში გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით, მგზავრობის ღირებულება მხოლოდ თბილისის მიმართულებით გაძვირდა. ხვალიდან, შესაძლოა, ქუთაისის მიმართულებით მოიმატოს, ოღონდ ჯერ ხელმოწერები გროვდება.
რაც შეეხება სოფლების მიმართულებით მგზავრობის ფასის ზრდას, ჯერ არსად მომატებულა და თუ ვინმე საკუთარი სურვილით წყვეტს, ვერ გეტყვით, _ გვითხრეს ავტოსადგურში.
ვრცლად, ფასების სპონტანურ ზრდასთან დაკავშირებით, საგაზეთო სტატიაში შემოგთავაზებთ.