პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი კომპანია Microsoft რუსეთში პროდუქციის გაყიდვებს და მომსახურებას აჩერებს, _ იუწყება nv.ua.
“ჩვენ შოკირებულები და აღშფოთებულები ვართ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და ვგმობთ რუსეთის არაკანონიერ შეჭრას უკრაინაში”, _ განაცხადეს კომპანიაში.
რამდენიმე ხნით ადრე რუსეთში გაყიდვები და მომსახურება შეაჩერა პროგრამული უზრუნველყოფის კიდევ ერთმა მსხვილმა კომპანიამ Oracle-მ, ხოლო AMD-მ და Intel-მა ჩიპების ექსპორტი შეწყვიტა.