ა(ა)იპ “Post-ალიონი” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანი გურიაში ახალგაზრდა ამომრჩევლის სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტით დაგეგმილია 3 ოთხდღიანი ტრენინგის ორგანიზება და ჩატარება, რომელიც ბევრ საინტერესო თემას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის დროინდელი არჩევნების ისტორიას, მაშინდელი მედიის და პარტიული აქტივების საინტერესო მუშაობის ამბებს; ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას ამ ისტორიულ პროცესში; ასევე, გაეცნობით სახელმწიფო მოწყობის საკითხებს, სახელისუფლებო შტოებს და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას და ბევრ, აქტიური მოქალაქისთვის საჭირო ინფორმაციას.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით: I ჯგუფი _ 2023 ივლისი; II ჯგუფი _ 27-30 ივლისი; III ჯგუფი _ 3-6 აგვისტო.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და წინასწარ ჩაეწერეთ შესაბამისს ჯგუფში!
სასწავლო პროცესი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება.
ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ყავა-შესვენებით, ლანჩით და ტრანსპორტირებით.
ჩვენი მისამართია: “ივლიტას ბიბლიოთეკა“, დუმბაძის 25, ჩოხატაური.
სასწავლო კურსის მოსმენის მსურველები, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, წინასწარ დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599375373.