რაც უფრო შორს იფრენს HIMARS-ის რაკეტები, მით უფრო მალე დასრულდება ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მან დასავლეთს მოუწოდა, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდოს, რათა სწრაფად დასრულდეს ომი.
„მარტივი ლოგიკა: რაც უფრო შორს იფრენს HIMARS-ის რაკეტები (100+ კილომეტრი), მით უფრო მალე დასრულდება ომი. ნაკლები მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლაა ევროპაზე და რუსეთის ნაკლები მიგრაციული და სასურსათო შანტაჟი. HIMARS-ი რუსული ამპარტავნების დიდებული „გამომრთველია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.