ტყიბულში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მიხედეთ ამ დედააფეთქებულ მაღაროებს. მიხედეთ ამ ხალხს, უკიდურესი სიღარიბის გამო სიცოცხლით რომ რისკავენ და იქ მუშაობენ. სანამ ადამიანები დაიხოცებიან, მანამდე რომ ჩაბრძანდეთ ხოლმე და თქვენი თვალით ნახოთ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს იქ, არა? გასკდა გული“, _ წერს გრიგოლია სოციალურ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.