სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი, ლევან გიორგაძე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს ფოტოებთან ერთად.
„ხომ გახსოვთ გუშინ სოფელი შრომის კულტურის სახლის ერთი ფოტო რომ დავდე? (კიდევ ბევრია და მერე სმგაგიზიარებთა) ხოდა ახლა მის გვერდით მდგარი სხვა შენობის ისტორიას და ფოტოებს გიზიარებთ. ახლა ამ შენობაში სოფლის გამგეობა ზის. თურმე სოფელი შრომა ერთ-ერთი უკრაინულ სოფელთა დამეგობრებულა, ამის აღსანიშნავად შენობის გარე ფასადზე, ზედა ნაწილში ორ ენაზე წერია (ქართულად და უკრაინულად) “ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი”
ეს შენობა საბჭოთა კავშირის დროს სადღაც 60-იან წლებში ააშენეს სოციალისტური მშენებლობის საქმეთა სამსახურებისათვის, დიდი რევოლუციური პარტიის 50 წლისთავისთვის. მოკლედ შენობა არის ძალიან ლამაზი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში! მიხედეთ შრომას! მიხედეთ გურიის ამ მარგალიტს. მარტო გომისმთა არარის გურია“.