,,არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა და გადაცდომები, რომელიც არსებობდა, რა თქმა უნდა უნდა მოხდეს და ხდება შესაბამისი რეაგირება“ – ამის შესახებ გიორგი გახარიას თანაგუნდელმა და მისი მომავალი პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
,,ერთია, ვინ რას ლაპარაკობს და მეორეა, პირდაპირ ეთერში რაც გადაიცემოდა…
თუ კარგად გავიხსენებთ, რა მოხდა, 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას, საკანონმდებლო ორგანოს იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება, დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება.” – განაცხადა დაუშვილმა.
დაუშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პოლიციამ თანაზომიერი და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა.
,,იყო გადაცდომები და ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ საბოლოო ჯამში. ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი” . – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.