ლიტვის რამდენიმე მოქალაქე საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს სამხედრო დანაშაულში სდებს ბრალს.
როგორც EURONEWS იუწყება, მათი სარჩელი ეხება სასიკვდილო შეტაკებებს ვილნიუსში 1991 წლის იანვარში. თავდასხმის დროს დაიღუპა 14 უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი.
ოჯახები გორბაჩოვს საბჭოთა არმიის კონტროლსა და ლიტვის მოქალაქეების მიმართ „საერთაშორისო დანაშაულის“ თავიდან აცილებაში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია, 2019 წელს ლიტვის სასამართლომ გაასამართლა საბჭოთა პერიოდის ათობით თანამდებობის პირი სამხედრო დანაშაულებისთვის, მაგრამ პროკურორებმა უარი თქვეს სსრკ-ს ყოფილი ლიდერის მიმართ გამოძიებაზე.
„აშკარაა, რომ სამხედრო ძალების მოქმედებები შეუძლებელი იქნებოდა გორბაჩოვთან კოორდინაციის გარეშე“, – თქვა რობერტას პოვილაიტისმა, რომლის მამაც 14 მსხვერპლიდან ერთ-ერთი იყო.
პოვილაიტისი თვლის, რომ სასამართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.