პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.
“ოცნების” ხმოსნების არჩეულმა პრეზიდენტმა მორაგბეებს მიულოცა „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ მოგება, წარმატებული ასპარეზობისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ ბევრი გამარჯვება უსურვა.