მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ის ბათუმის ქუჩებში.
„მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ მიუხედავად მუქარებისა, ყველანაირის. მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ: 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, მართლაც, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპატიურებათ და რომლებიც მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ მისცეთ ხმა”, _ ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.