უკრაინული ტელეარხის – “არტ”-ის წამყვანი, რომელსაც სტუდიაში სტუმრად მიხეილ სააკაშვილი ჰყავდა, დაინტერესდა, როგორ ახერხებდა ოდესის ყოფილი გუბერნატორი ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრებას და მოგზაურობას, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ფულს თავისი ოჯახის წევრები უგზავნიან.
_ მერე რა, რა არის აქ გასაკვირი? მე ვცხოვრობ ძალიან მოკრძალებულად, ბებია მუშაობს, დედა მუშაობს, ცოლი მუშაობს, ფულს მიგზავნიან… მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ტელევიზიაში, თქვენი კოლეგა ვიყავი, _ უპასუხა სააკაშვილმა ჟურნალისტს.